„ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო ტკივილია, მჯერა, შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო”

„1993 წლის 27 სექტემბერი – კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
კალაძემ დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც მან აღნიშნა, ოკუპაციაც და ძმათ მკვლელი ომიც საერთო ტკივილია.
„1993 წლის 27 სექტემბერი – კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი, დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათ მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის ჩვენი ყველას გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული 13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასი დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები