ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურების კონფერენცია გაიმართება

28-30 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ვენის უნივერსიტეტსა და ალ-ახვენის უნივერსიტეტთან (მაროკო) თანამშრომლობით, მასპინძლობს მერვე საერთაშორისო კონფერენციას ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპულარული კულტურის შესახებ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფენერციის მონაწილეთა შორის დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერებიც არიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მონაწილეთა მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურის მრავალ მიმართულებას მოიცავს, იქნება ეს კინო და თეატრი, ცეკვა და მუსიკა, სხვადასხვა ტიპის მედია, ფოლკლორი და ა.შ.
კონფენერციის პროგრამა და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე: https://menapoptbilisi.wordpress.com/
პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://menapoptbilisi.wordpress.com/news/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები