შალვა ქიქოძის მემორიალური სკულპტურა დაიდგმება

29 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ბაღში, გაიხსნება მხატვარ შალვა ქიქოძის მემორიალი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ცნობილი ქართველი მხატვარი შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წელს და დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში.
2016 წელს კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელის, ბატონი გიორგი ჯავრიშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით დაიგეგმა მხატვრის ნეშტის გადმოსვენება საქართველოში თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა.
საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და ნათესავებთან შეთანხმებით, გადაწყდა მხატვრის მემორიალის დადგმა თბილისში.
შალვა ქიქოძის მემორიალური სკულპტურის შესაქმნელად გამოყენებულია მხატვრის ცნობილი ავტოპორტრეტი. მოქანდაკე: როკო ირემაშვილი; დაფინანსება: გიორგი ჯავრიშვილი.
მისამართი: 9 აპრილის ბაღი, ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები