საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. როგორც „კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, 27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები