შოტლანდიაში, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა

20-22 სექტემბერს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა  ედინბურგს. ვიზიტის მთავარ მიზანს შოტლანდიის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება წარმოადგენდა.

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა შოტლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან კენ მაკინტოშთან და თავმჯდომარის მოადგილესთან ლინდა ფაბიანიტთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შოტლანდიის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის საუბარი შეეხო შოტლანდიის პარლამენტში ქართული ღვინის დეგუსტაციის მოწყობის შესაძლებლობას. ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯენის გამოსვლას პარლამენტში.

ბერუჩაშვილი შეხვდა შოტლანდიის საერთაშორისო განვითარებისა და ევროპის მინისტრს, ალისდერ ალანს. შეხვედრაზე განხილულიქნა საქართველოსა და შოტლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრა ედინბურგის სავაჭრო პალატაში, რაც  მიზნად ისახავდა საქართველოსა და შოტლანდიის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების დამყარებასა და შოტლანდიური ბიზნეს წრეების საქართველოთი დაინტერესებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალ წელს ედინბურგის სავაჭრო პალატაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე სემინარის გამართვის საკითხი.

თამარ ბერუჩაშვილი ვიზიტის ფარგელბში  ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს საერთაშორისო საკითხებში, პროფესორ ჯეიმს სმიტს შეხვდა.  საუბარი შეეხო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთობების დამყარება გაღრმავების საკითხს, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შემუშავებისშესაძლებლობას.

საქართველოს ელჩი მიიწვიეს ედინბურგის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ საჯარო ლექციის წასაკითხად. თამარ ბერუჩაშვილი ასევეშეხვდა ედინბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს.

კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით თამარ ბერუჩაშვილმა  შეხვდა გამართა ედინბურგის „ფრინჯის” თეატრალური ფესტივალის საზოგადოებაში(Edinburgh Fringe Festival Society). საუბარი შეეხო ფრინჯის საზოგადოებასთან კავშირების გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ფესტივალზეწარმოდგენილი ქართული თეატრის დადგმები ფესტივალის დამსწრე საზოგადოებასა და კრიტიკოსებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები