ჯიღაურაში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლეს

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მეთოდებსა და ფუნქიონალურ კვებაზე სემინარი გაიმართა. ახალგაზრდები კვების ფიზიოლოგიის ახალ მიმართულებას – ჯანმრთელობისთვის ფუნქციონალური კვლევის მნიშვნელობას გაეცნენ. თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები და სემინარები ჯიღაურასა და წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებზე ჩატარდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებისთვის თემატურ ექსპედიციასაც ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები