თავდაცვის მინისტრმა Invictus Games-ში გამარჯვებულები დააჯილდოვა

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების „Invictus Games“ ორგანიზატორების თხოვნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100-მეტრიან დისტანციაზე მსუბუქ ათლეტიზმში გამარჯვებული კანადელი და ავსტრალიელი სპორტსმენები დააჯილდოვა. ლევან იზორიამ მათ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი ტორონტოს York Lions სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში” (Invictus Games) სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში” მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები