თბილისის მერია: დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს

დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის, გივი კუბლაშვილის განცხადებას, თბილისის მერია ეხმაურება. მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.
„თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში, იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა -ფორმირება. თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული დიღმის ტყე- პარკიდან ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა“, -აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები