დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ლაბორატორიაში ღია კარის დღე მოეწყო
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო.
ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია.
„ღია კარის დღის“ ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.
ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიასა და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.