საქართველოს პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფსიქოთერაპიის და ფსიქორეაბილიტაციის დღის ცენტრის „კერას“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთები. ღონისძიებას, ასევე დაუნის სინდრომისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე 12 ბავშვი მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ჩარჩოებს, ნახატებს, საკანცელარიო ნივთებს და სხვა სახის აქსესუარებს ქმნის.
საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ბავშვების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა ახალი მასალების და ხის საჭრელი დაზგის შეძენას მოხმარდება.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა უკვე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში გაიმართა და მისი მიზანია დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები