რომან კაკულია: გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე საქართველოს მოქალაქეების როლი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, კონსტიტუციაში გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე საქართველოს მოქალაქეების როლი.
“კონსტიტუციის დონეზე გამყარდა ის ძირითადი პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზრის შესაძლებლობების უმოკლეს დროში და მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას. კონსტიტუციაში გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე საქართველოს მოქალაქეების როლი, რაც უზრუნველყოფს იმ სოციალურ-კულტურული გარემოს შენარჩუნებას, რითიც დღევანდელი საქარველო საინტერესო და მიმზიდველია დანარჩენი მსოფლიოსთვის. იგივე მიზანს ემსახურება საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ქორწინების არსი”, – განაცხადა კაკულიამ.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები