თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი,თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოფრენის ახალი ტერმინალი თანამედროვე სტანდარტების, ორგასასვლელიანი ჩასხდომის ხიდითაა აღჭურვილი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ერთდროულად ორ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს. ჯამში აეროპორტს უკვე ჩასხდომის 5 ხიდი აქვს. ახალ ტერმინალს თვითმფრინავების 5 ახალი სადგომი და 5 საბარგო კარუსელი აქვს.
გაფრენის ტერმინალის შესაძლებლობებიც გაიზარდა, დამატებით მოეწყო 10 სარეგისტრაციო დახლი (ჯამში 40 სარეგისტრაციო დახლი).
აეროპორტის ოპერატორის, „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობისთვის კომპანიამ 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ორივე ტერმინალი წელიწადში 4 000 000 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები