დაბა კაზრეთში მინი ფეხბურთის ტურნირი „არემჯის თასი 2017“ გაიმართა

25 სექტემბერს, დაბა კაზრეთში სტარტი აიღო კომპანია “არემჯის” ტრადიციულმა ტურნირმა მინი ფეხბურთში, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა.
შეჯიბრი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებულმა 7-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, „არემჯის“ მიერ რეგიონში დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
წელს ტურნირში მონაწილე გუნდებს ბევრი სიურპრიზი ელოდათ. გაიზარდა ტურნირის საპრიზო ფონდი, რომლიდანაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ფინალურ შეხვედრებზე, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება დაგეგმილია განსაკუთრებული სტუმრების მოპატიჟება, რომლებიც გამარჯვებულ გუნდებს საზეიმო ვითარებაში მედლებს გადასცემენ. ტურნირის დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში, გამოვლინდება 5 საუკეთესო მოთამაშე.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები