საცალო ვაჭრობაში ფრენჩაიზინგის ბიზნეს მოდელი მუშაობს

სახლთან ახლოს ფორმატის მაღაზია, რომელიც გახსნილია საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ ტიპიური „ქალაქური“ ბიზნესია, რომელიც საქართველოში დღესდღეობით მუშაობს და ამ ინდუსტრიაში 4000-მდე ადამიანია დასაქმებული.
თუმცა, ამ ბოლო დროს საცალო ვაჭრობაში გამძაფრებული კონკურენცია, სავაჭრო ქსელების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა აქციები, ლოიალურობის პროგრამები მომხმარებელს ნელ-ნელა ათამამებს. ეს მცირე მეწარმეებს, მინი მარკეტებს ცვლილებებისკენ, განსხვავებული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. ზოგადად ევროპაში წლებია აპრობირებულია ფრენჩაიზინგის ბიზნეს მოდელი, რომელიც მინი მარკეტებს აძლევს საშუალებას ოპერირებდნენ ბაზარზე ლიდერი კომპანიის სახელით. თანამშრომლობა ორივე მხარესთვის მომგებიანია. საქართველოში ფრენჩაიზინგი ჯერ კიდევ სიახლეა. საცალო გაყიდვებში ფრენჩაიზინგის მიმართულების განვითარებაში დღეს „SPAR საქართველო“ ლიდერობს. „სპარ“-ი ჰოლანდიური საცალო ქსელია, რომელიც საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა. საკუთარი საცალო ქსელის გარდა, რომელიც დღეს 34 მარკეტს მოიცავს, „სპარი“ აგრეთვე მცირე მეწარმეებზე გასცემს თავისი ბრენდის ლიცენზიას. კომპანიამ ფრენჩაიზინგის პირველი პროექტი შარშან ზუგდიდში ჩაუშვა, ერთ ფრენჩაიზერს რამოდენიმე თვეში მეორე დაემატა და წელს სექტემბერში „სპარმა“ რეგიონული ფრენჩაიზინგის განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე მე-5 პროექტი ჩაუშვა. თუ რამდენად მომგებიანია მინი მარკეტისთვის „სპართან“ თანამშრომლობა სააგენტო „პირველის“ გაესაუბრა „SPAR საქართველო“-ს სუბ-ფრენჩაიზერი, კომპანია შპს : „კოხტა მარკეტის’ დირექტორი ბ-ნ ლევან ნიჟარაძე:
„პირველი“: – ლევან, რა სარგებლობა მოაქვს ფრენჩაიზინგს ? და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით მარკეტის გახსნის დროს ?
ლევანი: – ჩვენ სამშენებლო კომპანია „კოხტაუბანი“ ვართ, სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც გადავწყვიტეთ ბიზნესის დიფერენციაცია, ვიფიქრეთ ჩვენივე აშენებულ კორპუსში გაგვეხსნა უბნის ფორმატის მაღაზია, რადგან ვაჭრობაში „მაღაზია“ დღეს ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. რაღა დაგიმალოთ და დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ეს სფერო ჩვენთვის სრულიად ახალი აღმოჩნდა. ააშენო კორპუსი ერთია და სულ სხვა გამოცდილებაა გახსნა მარკეტი (იცინის). „სპართან“ თანამშრომლობით 22 სექტემბერს, გლდანში, 195 კვადრატულზე ჩვენ გავხსენით პირველი მაღაზია. ზოგადად ფრენჩაიზინგი კარგია. ჩვენნაირ მეწარმეებს, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საცალო ვაჭრობაში, ან მეწარმეებს, რომლებსაც უკვე აქვთ მაღაზია და აქვთ მონდომება რომ ბიზნები კიდევ უფრო განავითარონ, „სპარი“ მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როდესაც მაღაზიას ხსნი ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, რადგან ბაზარი შეცდომებს არ გპატიობს. ამ დროს მნიშვნელოვანია გქონდეს გამოცდილება. „სპარი“ ყველანაირად გვერდში დაგვიდგა. მაღაზიის კონცეფციიდან დაწყებული მარკეტინგული გაიდლაინებით დამთავრებული, ყველაფერზე მზა რეცეპტები მივიღეთ. როდესაც ვიწყებდით არ ვიცოდით საცალო გაყიდვების სპეციფიკა, ან ფრენჩაიზინგი რა იყო. უბრალოდ ვიპოვეთ მეგობარი კომპანია, რომელსაც გამოთქვა მზაობა დაგვხმარებოდა მარკეტის გახსნაში, ასე დავიწყეთ „სპართან“ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვიცით რომ მარკეტის გახსნა არც ისე რთულია, მთავარია სწორად მართო ბიზნეს პროცესები. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვქონდა, მაგრამ როდესაც რაიმე კითხვა გვქონდა ან დახმარება გვჭირდებოდა, სპარის მთლიანი გუნდი ჩართული იყო მარკეტის გახსნის პროცესში, ამიტომ არ გაგვიჭირდა. გახსნებით 1 მარკეტი და ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია.
პირველი: ლევან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ლევანი: წინა პარასკევს გავხსენით პირველი მარკეტი. გლდანში უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს. ამ დღეებში დავიწყეთ „სპართან“ მოლაპარაკება მეორე მარკეტის გახსნაზე, ჩვენს მიერ აშენებულ მეორე კორპუსშიც გვსურს მარკეტის გახსნა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ „სპართან“ ერთად ახალი მაღაზიის კონცეფციაზე.
პირველი: და ბოლოს როგორც უკვე გამოცდილი „ვაჭარი“, რას ურჩევდი უბნის ტიპის მარკეტებს?
ლევანი: არაორგანიზებული საცალო ბაზარი საქართველოში ცოტა არ იყოს მოიკოჭლებს – მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება გვაკლია. პატარა მარკეტებს არ აქვთ შესაძლებლობა დაიქირაონ მერჩენდაიზინგის სპეციალისტები, დაატრენინგონ პერსონალი, შეიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგია, აიღონ მომწოდებლისგან იგივე პირობები რაც აქვთ დიდ ქსელებს. შესაბამისად უბნის ტიპის მარკეტები უხეშად რომ ვთქვათ იჩაგრებიან, მომხმარებელი მიდის იქ სადაც მაღაზია მეტ აქტივობას სთავაზობს. უბნის ტიპის მარკეტებს კი არ აქვთ შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზოს იგივე აქტივობა. ფრენჩაიზინგი ამ შემთხვევაში კარგი შანსია. წარმოიდგინე შენთან მოდის კომპანია, რომელიც თავის გამოცდილებას გიზიარებს, გიკეთებს მაღაზიის ინტერიერს, ექსტერიერს, გიადვილებს მომწოდებლებთან ურთიერთობას, გიტრეინინგებს პერსონალს, გეხმარება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. საბოლოოდ შენს მაღაზიაში პროდუქცია ისე ლაგდება, რომ რომც არ გინდოდეს მაინც იყიდი (იცინის). შპს „კოხტა მარკეტის“ სპარში მომხმარებლებისთვის მოქმედებს იგივე ფასები, იგივე აქციები რაც ზოგადად სპარის ქსელშია. უბრალოდ ჩვენთვის არის ის განსხვავება რომ ჩვენ ფრენჩაიზერები ვართ.

R


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები