„შტორმი, წყალმოვარდნები” – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

საქართველოში 27-29 სექტემბერს ამინდის გაუარესების გამო, მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი, შავი ზღვის სანაპიროზე კი 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.
27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები