თელეთის სასაკლაომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის” საკანალიზაციო ქსელი დააზიანა
დღეს ზემო ფონიჭალაში თელეთის სასაკლაოს მიერ, მყარი ნარჩენების არასანქცირებულმა ჩაშვებამ საკანალიზაციო ქსელი დააზიანა.
როგორც „კვირას” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, კომპანიამ საწარმო რამდენჯერმე გააფრთხილა. აღნიშნული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია ასევ გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც თელეთის სასაკლაო ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დააჯარიმა.
აღნიშნული სანქციების გატარების მიუხედავად, საკანალიზაციო ქსელში ნარჩენების არასანქცირებული ჩაშვება კვლავ გრძელდება.
დღევანდელმა შემთხვევამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საკანალიზაციო ქსელი და მატერიალური ზიანი მიაყენა კომპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.