„ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის იანვრიდან იგეგმება და არც ერთი დღით არ გადაიდება”

ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის იანვრიდან იგეგმება, ეს იქნება გეგმა გაწერილი ერთი თვის განმავლობაში”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტექდათვალიერების შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მანქანა ერთ დღეს გაივლის შემოწმებას.
“ამ პროექტზე მუშაობს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ეს-ჯი-ესი”. მათ სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულეს, მესამეს მივიღებთ თვის ბოლოს. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის. ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა მანქანამ უნდა გაიაროს ერთდროულად, არა, ეს იქნება გეგმა გაწერილი ერთი თვის განმავლობაში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები