ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეებზე” სახელმწიფო შესყიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

USAID-ის პროექტის G4G-ისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები” გაიმართება.
ღონისძიებაზე განხილული იქნება საერთაშორისო საგადასახადო სამართლის სახელმწიფო შესყიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. სპეციალური სესია დაეთმობა თემას „აბრეშუმის გზა” და ადვოკატის შესაძლებლობები.
28-29 სექტემბერს 15:00 საათზე ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი“, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი“ და თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია „ფრემა“ უმასპინძლებს ადვოკატებსა და სამართლის სტუდენტებს ღონისძიებაზე „ბიზნეს სამართლის დღეები“. მოწვეულ სტუმრებთან Q & A სესიები მოეწყობა“.
ღონისძიებაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა იქნება, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები