ვინ არის გარდაბანში შემთხვევით მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი

„კვირასთვის“ გარდაბანში სანადირო თოფით, შემთხვევით მოკლული მამაკაცის ვინაობა გახდა ცნობილი, ის 30 წლის სერგო ურიდიაა. მამაკაცი ოჯახთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სერგო ურიდია წარმოშობით აბაშიდიან იყო, მას აბაშაში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გარდაბანში იარაღის წმენდის დროს მოხდა – მამაკაცმა დის მაზლი შემთხვევით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ისინი მწყერზე სანადიროდ წასვლისთვის ემზადებოდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები