დავით ნარმანია: მიმდინარე წელს ორი ბაღის მშენებლობა დასრულდება და 13-ის გაგრძელდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღებში არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველი ორი-სამი კვირა ბაღები ყოველთვის გადატვირთულია, შემდეგ ნაწილობრივ, რაღაც ნაწილი ბავშვების არ დადის და ჯგუფები თავისუფლდება.
ნარმანია ვარაუდობს, რომ მდგომარეობა მოგვიანებით დასტაბილურდება. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს ორი ბაღის მშენებლობა დასრულდება და 13-ის გაგრძელდება, რის შემდეგაც, ბავშვების გადანაწილება მოხდება. რაც შეეხება ბაღებს მიღმა დარჩენილი აღსაზრდელების საკითხს, დავით ნარმანია აცხადებს, რომ დაახლოებით 15 ათასამდე ბავშვის გადანაწილება წელს ვერ მოხდება, რადგანაც ამის რესურსი არ არის.
„ყველას გადანაწილება წელს ვერ მოესწრება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მოსახლეობა იზრდება, ბავშვების რაოდენობა იზრდება. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საბავშო ბაღების მშენებლობაზე და მათ კეთილმოწყობაზე, რათა კიდევ უფრო მეტი ჯგუფი გაიხსნას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები