ნიუ-ორკში ,,პრაგმა არტჯგუფი“ ინტერნაციონალური მუსიკის ფესტივალს გამართავს

26 ნოემბერს, ნიუ-ორკში, კაუფმანის ცენტრში ,,პრაგმა არტჯგუფი“ ინტერნაციონალური მუსიკის ფესტივალს და გალა კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ,,პრაგმა არტჯგუფი“ ნიუ-ორკში ერთი წლის წინ, თამარ ღოღობერიძის ხელმძღვანელობით დაარსდა.
ფესტივალი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებში ვოკალური მონაცემების გამოვლენასა და ხელშეწყობას.
გზის გაკვალვას პროფესიული სცენისკენ, მათ დაახლოებას ჩვენი პლანეტის ერთ დიდ სახლში. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს დასკვნით გალა-კონცერტზე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები