„აპლოდისმენტი, უკაცრიელი სცენა და პარტერი” – ანკა კალატოზიშვილის ლექცია „არტარეაზე“

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, კინოსკოლა „არტარეაზე“ წარმოადგენს ანკა კალატოზიშვილის ლექციას  – „აპლოდისმენტი, უკაცრიელი სცენა და პარტერი”.
ანკა კალატოზიშვილი: „ამ ქვეყნად არის თამაში, რომლის მონაწილეებიც ადამიანები არიან და ადამიანები, რომლებიც ამ თამაშს თამაშობენ.
თეატრი, ხელოვნება და ზოგადად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სწორედ ამ თამაშს ჰგავს.
ყოველი ჩვენგანი მოთამაშეა, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი გახდეს გროსმაისტერი.
ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით… თეატრი, სცენის ჩაბნელება, ყოფა, შემოქმედებითი წვა, გონებრივი მისწრაფებები, ვარდნა და აღმაფრენა, დარდი და სიხარული.
გაუცხოებას მოჰყვება მომავლის იმედი – თეატრი, აპლოდისმენტები, უკაცრიელი სცენა და პარტერი. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა…
ჩემი შემოქმედება – ჩემი ცხოვრებაა“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები