ჩაის ცერემონია (სადო) იაპონურ ბაღში

ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში ჩაის ცერემონია გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და იაპონიის საელჩო საქართველოში.  ჩაის ცერემონია შედგება 27 სექტემბერს, 13:00 საათზე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩაის ცერემონიას გაუძღვება იაპონიიდან ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი – მიჩიკო უჩინო.
ღონისძიებას დაესწრება იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.
ჩაის ცერემონია, ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები