წაღვერის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

წაღვერში  დღეს დილიდან ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დილიდან ცოცხალ ძალას და ტექნიკას ავიაციაც შეუერთდა.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი ძალებით ახორციელებენ კერების პრევენციულ დამუშავებას.
ამ დროისთვის წაღვერის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი მუშაობს, რათა დროულად აღმოიფხვრას ცეცხლის კერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები