თბილისის ეროვნულ პარკში ველო-ტური „საბადურობა” გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა ღამის ველო-ტურში „საბადურობა” მონაწილეობა მიიღო.
ველოტური გლდანში, ქერჩის ქუჩაზე დაიწყო და თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, საბადურის ტყეში დასრულდა. მონაწილეებმა 30-კმიანი რთული გზა გაიარეს. საბადურის ტყეში მათთვის პიკნიკი და ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო.
თბილისის ეროვნულ პარკში ველოტური უკვე მე-6 წელია იმართება და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები