საბავშვო ბაღში მოხმხდარი ინციდენტის გამო, დირექტორსა და ორ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუწყდება

ფონიჭალის 206-ე ბაღის დირექტორსა და ორ აღმზრდელს ხვალიდან უფლებამოსილება შეუწყდება.

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბაღში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დასრულდა.

მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოვლინდა აღმზრდელისა და მისი თანაშემწის უყურადღებობის ფაქტი. რის შედეგადაც, აღნიშნული პირები დირექტორთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„206-ე ბაღში მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოვლინდა აღმზრდელისა და თანააღმზრდელის უყურადღებობის ფაქტი, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები აღარ გააგრძელებენ მუშაობას, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულები იქნებიან. მათ ადგილს ხვალ დილიდან ახალი აღმზრდელი და მისი თანაშემწე დაიკავებენ, ასევე გათავისუფლებულია 206-ე ბაგა ბაღის დირექტორი“, – აცხადებს თემურ თორდინავა.

206-ე საჯარო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს გადმოვარდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ბავშვი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ბავშვი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები