ერაყს “ისლამური” სახელმწიფოს დასამარცხებლად აშშ-ს მხარდაჭერა ექნება

აშშ მხარს უჭერს ერთიან ერაყს „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად და ირანის პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. -ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი ავრცელებს.

სარა სანდერსმა აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.
ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე კონცენტრირება.

.
ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 25 სექტემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები