შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსია

მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იქნა ნაპოვნი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო რეზერვების დეპარტამენტის უფროსია, ამ ინფორმაციას ვადასტურებთ.-ამის შესახებ “კვირას” სინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გავრცელებული ინფრომაციით დაჭრილი ზურაბ ტაკიძეა.

რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები