ეუთო-ში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 11-22 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებმა, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

HDIM-ის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა თემატურ სესიებზე გააკეთეს განცხადებები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე, წამების წინააღმდეგ ბრძოლაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დემოკრატიულ სამართალწარმოებაზე, აგრეთვე ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციაზე.

ღონისძიების ფარგლებში, 20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა პარალელური ღონისძიება (side event) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებისადმი ხელმისაწვდომობის შესახებ – „Voting Rights of Persons with Disabilities”, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), შოტლანდიის მთავრობის თანასწორობის განყოფილების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები. ზემოხსენებულ პარალელურ ღონისძიებას თანასპონსორობა გაუწიეს ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, ლიტვის და პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები