206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი და აღმზრდელები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორს მარინა გოგოლაძეს, ასევე აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს უფლებამოსილება შეუჩერდათ.
შესაბამისი კომენტარი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„გამოვლინდა ამ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის უყურადღებობის თემა. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღში იყოს მაღალი კონტროლი ბავშვების უსაფრთხოებაზე, სააგენტოს მხრიდან, კონკრეტულად ჩემი მხრიდან, იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან დღესვე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე“ , – განაცხადა თორდინავამ.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს გადმოვარდა. დაშავებულ პატარას ქალა-ტვინის და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები