„ნასას“ მთავარი ინჟინერი მარსზე მომავალ მოგზაურობას გეგმავს – თბილისში რობ მენინგის ლექცია გაიმართება

ვინ არის „ნასას“ მთავარი ინჟინერი, რომელიც მარსზე მომავალ მოგზაურობას გეგმავს?
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თბილისში, რობ მენინგი ჩაატარებს ლექციას და უპასუხებს შეკითხვებს „ნასაში“ თავისი კარიერის, მეცნიერებასა და ინჟინერიაში დასაქმებასა და იმის შესახებ, როგორ გეგმავს თავის გუნდთან ერთად მარსზე მოგზაურობას.
ღონისძიება, რომელიც  28 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, საჯაროა და დასწრება – თავისუფალი. უფასო ბილეთის აღება შესაძლებელია სალაროში ღონისძიების დღეს.
ღონისძიება შესაძლებელი გახდა მეცნიერებისა და განათლების მხარდამჭერი ფონდის – „ნოვას“ დახმარებით.
მის; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რუსთაველის გამზ. 25.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები