„Windshield live“ – ჯგუფს „ბექსთეიჯი“ უმასპინძლებს

29 სექტემბერს, 20:00 საათზე, Backstage 76-ში ჯგუფ Windshield-ის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Windshield-ი 2015 წელს დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრისაგან შედგებოდა. ანრი გოგიტაურმა და შოთა ადამაშვილმა გადაწყვიტეს, საავტორო სიმღერები ერთად დაეწერათ და ქანთრის, ბლუზის, სამხრეთული როკისა და ამერიკანას ერთგვარი სინთეზი გაეკეთებინათ. პირველი EP-ის, Rambling State Of Mind ჩაწერის შემდეგ, მათ ბას გიტარასა და დრამზე ირაკლი ზიბზიბაძე და ზაზა ცერცვაძე შეუერთდნენ.
ჯგუფი არის Caucasian Music Awards Pheonix 2017-ის გამარჯვებული. წელს მათ გამოსვლა Tbilisi Open Air-ზეც ჰქონდათ. 19 აგვისტოს კი Windshield საქართველოს სახელით ლიტვაში Visagino Country ფესტივალზე წარდგა.
ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა მეორე EP-ზე, სახელად No Regrets.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები