საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF დასრულდა. ფესტივალის გრან-პრის მფლობელი სერგეი ლოჟნიცას ფილმი „ნაზი არსება“ გახდა.
ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ – მერაბ ნინიძემ გაიმარჯვა (ფილმი „იუპიტერის მთვარე“), საუკეთესო მსახიობ ქალად ეჩემ უზუნი დასახელდა.
„ჟიურის სპეციალური პრიზის“ მფლობელი ფილმები არიან – მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“, რატი ონელის  „მზის ქალაქი“ და „თავისუფლების დღე“ – უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია.
მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი ირანელ რეჟისორს – მოჰსენ მახმალბაფს გადაეცა.
„საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ – ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა სამ ფილმს, მათ შორის ორ ქართულს:  მარგო ზუბაშვილის „ანას“, სოსო ბლიაძის „სამ საფეხურს“.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად კინოფესტივალის ჟიურიმ ჩინელი რეჟისორის ქიუ იანგის „ნაზი ღამე“ დაასახელა.
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: გია ყანჩელს (საქართველო)
ვახტანგ კიკაბიძეს (საქართველო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები