„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საქართველოში ჩამოდის – პრესკონფერენცია გაიმართება

26 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება და პრესკონფერენცია ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმის ჩვენების დრო 11:00 საათია, პრესკონფერენციის ჩატარების -13:00 საათი.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ფილმის რეჟისორები და მსახიობები.
ფილმის ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის.
მსოფლიოს კინოფესტივალებზე მოგზაურობის შემდეგ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” საქართველოში ჩამოდის. 28 სექტემბრიდან ფილმს თბილისის კინოთეატრებში უჩვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები