30 სექტემბერს, ლიტერატურული პრემია “საბას“ დაჯილდოება გაიმართება

30 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ქარვასლის ივენთ ჰოლში“  ლიტერატურული პრემია “საბას“ დაჯილდოება გაიმართება.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, “საბას” ჟიურიმ 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეარჩია. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე.
საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, „თი-ბი-სი ბანკი“ გადასცემს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა „თი-ბი-სი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს  რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე შეეძლოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები