„მსოფლიოში უნიკალური ანბანი“

26 სექტემბერს,  სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ქართული ანბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს ის თემაა, რომელზეც მეტი საუბარი, მეტი ინფორმაცია და დისკუსია გვჭირდება. იუნესკოს მიერ სამივე სახეობის დამწერლობისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ქართული ანბანის უნიკალურობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და ხაზგასმაა.
„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩვენი ენის, ჩვენი დამწერლობის – ქართული ანბანის – ისტორიასა და მომავალზე, როგორც მრავალწლიანი კულტურისა და ისტორიის, ასევე მისი განვითარების კუთხით, რაშიც მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ტექნოლოგიები ასრულებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების პროგრამა:
საჯარო ლექცია – ქართული დამწერლობის კულტურა (სათავეები, განვლილი გზა, მომავალი) – ბუბა კუდავა;
“33 ემოცია” – ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის, თანამედროვე ანბანთქების პროექტის ელექტრონული წარდგინება – ეკატერინე ტოგონიძე;
ახალი ქართული შრიფტების შექმნა და განვითარება – აკაკი რაზმაძე.

ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2017“-ის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები