„შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა“ – იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი გაიმართება

28 სექტემბერს, 19 საათზე,  საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, წარმოდგენილი იქნება რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი: „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა“, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, სპექტაკლი, აფხაზეთის „იმედისა და ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერითა და მიწვევით გაიმართება.
მის: კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, სააკაძის მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები