ქობულეთში, ზღვაში რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო

ქობულეთში, ქალი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით 40წლამდე ასაკის ქალი, რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ზღვაში მეუღლესთან ერთად შევიდა. შავ ზღვაზე რამდნიმე დღეა საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა მოახერხეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში კი, ზღვაში ქალის ცხედარიც იპოვნეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები