მიხეილ გიორგაძე: ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით ჩვენმა საზოგადოებამ, დაკარგა არა მხოლოდ მსოფლიო დონის ტენორი, არამედ გამორჩეული ადამიანი

„ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა კულტურამ დაკარგა არა მხოლოდ მსოფლიო დონის ტენორი, არამედ გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში განაცხადა,სადაც ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„საოპერო არიების მისმა დაუვიწყარმა შესრულებამ ის მართლაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ის ერთნაირი წარმატებით და პასუხისმგებლობით ასრულებდა როგორც საოპერო ნაწარმოებებს, ისე ფოლკლორს.

ის ასევე იყო აბსოლუტურად გამორჩეული პედაგოგი და თავის უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდა ახალგაზრდა თაობას. მინდა მივუსამძიმრო პირველ რიგში, ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემლებს”, – განაცხადა გიორგაძემ. ზურაბ სოტკილავას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები