ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს სტუმრობენ

ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სტუმრობენ. 22-30 სექტემბრის ჩათვლით ისინი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლიან.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროში განუხცადეს, ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები 1 კვირის განმავლობაში ლოკაციების შესარჩევად ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს დაათვალიერებენ. ამერიკელმა მენეჯერებმას ისეთ ფილმებზე იმუშავეს, როგორიცაა : „Pretty women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, „Shutter Island“, „The Aviator“, „Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull.
„გადაიღე საქართველოში“ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტია, ამერიკულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.
ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერების ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც სააგენტოში შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 15, 182 მლნ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები