დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში სამონასტრო ჭურჭლისა და შანდლების უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს

 დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში, წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლისა და შანდლების კოლექცია აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება… ამასთან, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამავე ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლია… სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს მე-17 ს-ის დასაწყისში“, – წერს ნოდარ ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები