ათათურქის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაჩნდა.
მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.-ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს..
თვითმფრინავი, სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მფრინავი, ბორტგამცილებელი და მგზავრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები