პეტრო პოროშენკო: აშშ სრულად მხარს უჭერს უკრაინის წინადადებებს

შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი დეოკუპაცია, სუვერენიტეტის აღდგენა და უკრაინაში რაც შეიძლება მალე მშვიდობის მოტანაა. ეს ისაა, რაც მინდა, როგორც უკრაინის პრეზიდენტს და რაშიც მხარს გვიჭერენ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნები“, – განაცხადა პოროშენკომ დონალდ ტრამპთან გამართული სეხვედრის შეჯამების დროს.

პოროშენკოს ინფორმაციით, ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის, იმ წინადადებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცხადდა.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, შეერთებული შტატები იზიარებს შეთავაზებას დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის თაობაზე.

„აშშ სრულად მხარს უჭერს უკრაინის წინადადებებს, ჩემს წინადადებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცხადდა – ქვეყნის აღმოსავლეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამშვიდობოების განთავსების თაობაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით“, – აღნიშნა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები