გერმანელმა ექსპერტებმა მეწარმეობაში ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს

0

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ.
სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის უკვე წარმატებით დაინერგა სხვადასხვა ქვეყანაში.
მეწარმეობის უნარების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს, როგორც შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და წარმოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით ტრენერთა მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისთვის.
ტრენინგი რამდენიმე ეტაპიანია: პირველ ეტაპზე ტარდება ტრენინგი ტრენერებისთვის და წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მეორე ეტაპზე, ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ტრენერებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ. ამის შემდეგ, გადამზადებული ტრენერები მოქმედ მასწავლებლებს მეწარმეობის ძირითად უნარ-ჩვევებში პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაუტარებენ, რომელიც გამდიდრებული იქნება კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებითა და პროექტებით.

R

კომენტარები

კომენტარი