კახა კალაძე დევნილების პრობლემებს გაეცნო

0

ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები,სპორტის პოპულარიზაცია,საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ურბანული პრობლემების მოგვარება,ასევე დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება – ეს ის ძირითდი საკითხებია რაზეც კახა კალაძე დევნილებს ესაუბრა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეხვდა.შეხვედრები 19: 00-ზე უნივერსიტეტის N6-ში,ხოლო 20:00 -ზე ბაგების სტუდქალაქიში 4-5 კორპუსებს შორის გაიმართა. კახა კალაძესთან ერთად დევნილების პრობლემებს ვაკის რაიონის 02 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილიც გაეცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი