შორენა ბუხრაშვილი: რაც კარგია მოვუაროთ, რაც ცუდია შევცვალოთ და რაც არ გვაქვს შევქმნათ

ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის” წარმომადგენელმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა. ბუხრაშვილი პარტიების დაფინანსების წესის პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. კანდიდატი თვლის, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება ფინანსების მიღმაც შესაძლებელია.
„მე არ მაქვს ახლა არცერთი ბანერი და საარჩევნო კამპანიის წარმოება ფინანსების გარეშეც არის შესაძლებელი. უნდა აღმოიფხვრას პარტიების დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა. მთავარია, კანდიდატი იყოს პროფესიონალი, პრინციპული და არავის გაურიგდეს ქვეყნისთვის საზიანო ბრძოლაში. ჩვენი სლოგანია – „რაც კარგია მოვუაროთ, რაც ცუდია შევცვალოთ და რაც არ გვაქვს შევქმნათ”, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები