შორენა ბუხრაშვილი: თბილისისთვის მთავარ პრობლემად მწვანე საფარის შემცირება რჩება

0

პირველი დღის ამოცანა ჩვენთვის ის არის, რომ თბილისში ჯანსაღი გარემო შევქმნათ, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის” წარმომადგენელმა, შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა. ​
ბუხრაშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, თბილისისთვის ყველაზე მეტად აქტუალურია. ბუხრაშვილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მწვანე საფარის შემცირებას თვლის.
“გამოწვევები არის გლობალური თბილისისთვის. თბილისში გვაქვს უამრავი პრობლემა, ეკოლოგია კვლავ რჩება დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ძირითად მოსაგვარებელ საკითხად მიგვაჩნია, რომ ყველა რაიონი უნდა გავხადოთ ცენტრივით და ყველა რაიონს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სერვისებთან ხელმისაწვდომობა. საგანგაშოა მწვანე საფარის შემცირება დედაქალაქში და მასიური მშენებლობები, რაც ასევე ყურადსაღებია”, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი