სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა

0

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერს, მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და როგორც აღნიშნა, ეს შეთანხმება ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. „მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩვენს პარტნიორებს, ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერს და დელეგაციის წევრებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საპარლამენტო, აღმასრულებელ და ბიზნეს კავშირების დონეზე, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერმა სოფიო ქაცარავა ჩინეთში ოფიციალურად მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი