იან კელი: რამდენიმე ქვეყანაა, ვინც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური ხასიათი ექნება

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ყოფილი ევროპარლამენტარის, ჯულიეტო კიეზას ცხინვალში ჩასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც ამერიკა, არც ევროკავშირი და უახლოესი ქვეყნები არ ცნობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისივე თქმით, ვინც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ამ ფაქტს, არაოფიციალური ხასიათი ექნება.
“არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირის და უახლოესი ქვეყნები არ ცნობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. სულ რამდენიმე ქვეყანაა, ვინც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური ხასიათი ექნება” – აღნიშნა იან კლიმ. შეგახსნებთ, რომ ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ “პარლამენტის ინტერესებს ევროპარლამენტში იტალიელი ჟურნალისტი და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატი ჯულიეტო კიეზა დაიცავს“.
ის ცხინვალის რეგიონში ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. მასთან ერთად „დელეგაციაში“ იმყოფებოდნენ პანდორა ტვ-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა ფურლანი, ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. წარმომადგენელი იტალიაში ელიზეო მორტოლაცი, ოკუპირებული ცხინვალის „წარმომადგენელი“ იტალიაში მაურო მურჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები