დავით სერგეენკო: სანამ შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრი აშენდება, მანამდე არსებული გარემონტდება
“შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს და ფინალისკენ მიდის პროექტირების ფაზა, რომლის შემდეგაც დაიწყება მშენებლობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სანამ შენობა აშენდება, არსებული ცენტრის რემონტისთვის თანხა უკვე გამოყოფილია და სარემონტო სამუშაოებს ცენტრის ადმინისტრაცია თავად მართავს. “ორივე პროცესი გააქტიურებულია, აშენდება ახალი ცენტრი და სანამ აშენდება, ამასაც ცხადია დრო დასჭირდება, მანამდე გარემონტდება არსებული, იქ სადაც ახლა ფუნქციონირებს შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრი. ახლის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს და ფინალისკენ მიდის პროექტირების ფაზა, რომლის შემდეგაც დაიწყება მშენებლობა. რაც შეეხება რემონტს, ალბათ, უახლოეს დღეებში დაიწყება, ჩვენ გამოვყავით თანხა, მათ მოიპოვეს თავიანთი დივიდენდები და თვითონ მართავენ უკვე ამ პროცესს, რასაც ჰქვია რემონტი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.